საზოგადოება

ნუბარ აფეიანი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასა და შიშზე

7 მარტს სიეტლში ოთხმა მოხალისემ მიიღო  COVID-19-ის საწინააღმდეგო  ვაქცინა, რომელიც შემუშავებული იქნა Moderna Therapeutics-ში.

ლიბანში dio Voice of Van-თან ინტევიუში    Moderna Therapeutics- ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, სომეხმა მეცნიერმა, მეწარმემ და ქველმოქმედმა ნუბარ აფეიანმა თქვა, რომ კომპანიამ დაარსების დღიდან დაიწყო ახალი მეთოდებისა და ხელსაწყოების შემუშავება. ბოლო 10 წლის განმავლობაში, Moderna Therapeutics- მა გამოყო  2 მილიარდ აშშ დოლარი  სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ  20-ზე მეტი პრეპარატისა  და ვაქცინის შესამუშავებლად.

ნუბარ აფეიანმა თქვა, რომ ისინი 3 წელზე მეტია, რაც მუშაობენ აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტთან, კორონავირუსის ადრეული ვერსიების წინააღმდეგ ვაქცინების მისაღებად.

COVID-19- ის აფეთქების შემდეგ, ინსტიტუტმა შესთავაზა  Moderna Therapeutics-ს იმუშაოს ვირუსის საწინააღმდეგო ახალ ვაქცინზე.

„ჩვენ მზად ვიყავით როგორც ტექნოლოგიის, ასევე გამოცდილების თვალსაზრისით, და მალევე შევქმენით ვაქცინის საკუთარი ვერსია“,– თქვა ნუბარ აფეიანმა.

მისი თქმით, COVID-19 ჩამოჰგავს  კორონავირუსის წინა ვერსიებს, მაგრამ განსხვავებულიცაა და ეს განსხვავება მნიშვნელოვანია  მასთ ტან ბრძოლის თვალსაზრისით.

„ჩვენ გვაქვს კორონავირუსის ორი ვარიანტი, რომელიც წარმოიშვა ცხოველებში და გადაეცემა ადამიანებს. ახალი კორნავირუსის სწრაფმა გავრცელებამ და სიკვდილიანობამ მოსახლეობაში შიში გამოიწვია. ახალი ამბები ძალიან სწრაფად ვრცელდება ინტერნეტით  და დღეს, ვფიქრობ, არსებობს ორი სახის საფრთხე: ერთი არის ინფექცია, მეორე კი – შიში. ორივე ერთი და იგივე სიჩქარით ვრცელდება, ზოგჯერ შიში კიდევ უფრო სწრაფია“,  – თქვა ნუბარ აფეიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button