მთავარისაზოგადოება

პატიოსნებას რისკები მოაქვს, მაგრამ ეს გზა უნდა გავაგრძელოთ. პრემიერ-მინისტრი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ

საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის ნომერ პირველი წყარო მთავრობაა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა 18 მარტს, ტელეკომპანია “შანტის” გადაცემაში “პერსპექტივა”, რომელიც ეხებოდა მის მიერ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის გამოქვეყნებას.
კითხვაზე, შეიცავს თუ არა „ბოლო ინსტანციის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია რაიმე საფრთხეს, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა:

”ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩანაწერის მონაცემებში შევმცდარვარ, და ჩემთვის  საერთოდ რთული არაა ამის აღიარება. გარკვეულწილად ვაღიარე და შევასწორე ეს მონაცემები. ვფიქრობ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება პირველ მონაცემებს, და ახლა მედია კომუნიკაცია ამ მხრივ უფრო ორგანიზებულია. მე არ ვარ პირველი წყარო”.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საზოგადოებასთან კომუნიკაციის შენარჩუნებას, რათა საზოგადოება ინფორმირებული იყოს იმის სესახებ,, თუ რას ფიქრობს მთავრობა. ”მე კავშირში ვარ ხალხთან და ვფიქრობ, რომ ეს ცუდი არ არის. ჩვენ დღეს, ერთ ან ორ საათში ვაქვეყნებთ ყველა ინფორმაციას, რაც ჩვენთვის ცნობილი ხდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება იყოს თავდაჯერებული. სომხეთში კორონავირუსის შესახებ ჭორები, როგორც ასეთი, არ არსებობს, რადგან საზოგადოება დარწმუნებულია, რომ მთავრობა ინფორმაციას მიაწვდის. ვფიქრობ, გულწრფელობა და გამჭვირვალობა რისკებს ქმნიან, მაგრამ ეს გზა უნდა გავაგრძელოთ. საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ინფორმაციის ნომერ პირველი წყარო მთავრობაა”.

ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, ნამდვილად დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ყველა ქვეყანა გამოაქვეყნებს კორონავირუსით ინფიცირებულ მოქალაქეთა მონაცემებს იმავე გამჭვირვალეობითა და სიზუსტით? ”მართალი გითხრათ, როდესაც სტატისტიკას ვუყურებ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა ქვეყანა იცავს ამ წესს. ამრიგად, ჩვენთვის არსებობს რისკები. ძალიან მალე გაირკვევა, რომ სომხეთი  კორონავირუსით უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი  ქვეყანაა, მაგრამ სინამდვილეში ვიცით, რომ ეს პირიქითაა და ყველა მხრივ საუკეთესო მდგომარეობაში ვართ, მადლობა ღმერთს ჯერჯერობით. მოდით, გადავხედოთ მსოფლიო მაღაზიების მდგომარეობას და სომხეთში არსებულ ვითარებას. ”

ფაშინიანმა თქვა, რომ იყო შემთხვევები, როდესაც მოქალაქეს არ ჰქონდა სიმპტომები, მაგრამ იზოლირებული იყო, რადგან იგი კორონავირუსით იყო დაავადებული. ”ჩვენ თანმიმდევრობით  წავედით და უამრავი ადამიანი გადავამოწმეთ. ჩვენ აღმოვაჩინეთ შემთხვევები, როდესაც ადამიანი დაავადდა, განიკურნა და არც კი იცოდა, რომ კორონავირუსით იყო დაინფიცირებული”.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა სომხეთში 102-ს მიაღწია. შემთხვევების 75% დაკავშირებულია ეჩმიაძინისა და სამკერვალოს შემთხვევბთან.

ნახეთ მეტი
Back to top button