
სომხეთის ეკონომიკისათვის დახმარების სახით 150 მილიარდი დრამის გამოყოფის შესახებ აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშნიანმ ტელეკომპანია „შანთის“ ეთერში.
„ჩვენ გამოვუყოფთ 25 მილიარდ დრამს იმ კომპანიებს, რომლებსაც მოუწევთ ბანკიდან სესხის აღება მუშაკებისათვის ხელფასის გადახდის, კომუნალური გადასახადებისა და ნედლეულის შეძენის მიზნით. სესხის 50 პროცენტს გადაიხდის მთავრობა 0 პროცენტით, ხოლო ბანკის პროცენტში მოახდენს სუბსიდირებას, რათა ესეც დავიდეს 0 პროცენტზე“,- აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
პრემიერ მინისტრის თქმით, ეს ძალიან კარგი დროა სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდასაჭერად. სოფლის მეურნეობის სესხების სუბსიდირება უნდა მოხდეს იმდენად, რომ დავიდეს 0 %-მდე, ანუ სოფლის მეურნეობას სესხი გადაეცემა 0% -ით. როგორც ფაშინიანმა თქვა, საიდუმლო არ არის, რომ ადამიანი იკვებება როგორც კორონავირუსის დროს, ასევე მის შემდეგაც.
გარა ამისა, მათ მოამზადეს 30 მილიარდი დრამის ღირებულების გადაუდებელი სოციალური დახმარების პაკეტი ადამიანების სოციალური მდგომარეობის გაუარესების გამორიცხვის მიზნით.როგორც პრემიერმა აღნიშნა ეს ადრესირებული დახმარება იქნება და ხელს შეუწყობს სოციალური „ხანძრის“ ჩაქრობას.
„მოქალაქე და ბიზნესი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მთავრობა მათ გვერდითაა“,-თქვა ფაშინიანმა.
გარდა ამისა „80 მლრდ დრამი გამოეყოფა ინოვაციურ პროექტებს. ამ კომპანიებმა უნდა შესძლონ საკუთარი თავის მომზადება ახალი მსოფლიოსათვის. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამჟამად ძნელია იმის წინასწარმეტყველება, თუ როგორი იქნება სამყარო კორონავირუსის შემდეგ და იმ კომპანიებს, რომლებიც დაკავდებიან მომავლის პროგნოზით და პროექტებით მიეცემათ იმდენი თანხა, რამდენიც მათ დასჭირდებათ“, – თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
უნდა აღინიშნოს, რომ 19 მარტის 09:00 მდგომარეობით სომხეთში დარეგისტრირებულია კორონავირუსის 102 შემთხვევა.