საზოგადოება

ქალაქ ეჩმიაწინის გზები გაიხსნა

გუშინ საღამოს 20:00 საათიდან გაიხსნა ქალაქ ვაღარშაპატის (ეჩმიწინის) გზები და შეწყდა მოქალაქეებისათვის სიცხის გაზომვის ღონისძიება. დღეისათვის ამ ქალაქში კორონავირუსის გავრცელების საშიშროებამ უკვე გაიარა.

ამავე დროს, მოუწოდებენ  ეჩმიაძინის მკვიდრ მოსახლეობას, ისევე როგორც მთელ სომხეთის მოსახლეობას, მკაცრად დაიცვან საგანგებო სიტუაციების ყველა წესი და გამოიჩინონ  მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ცნობიერება. არ დაესწრონ, არ მოაწყონ  ხალხმრავალი შეკრებები და  ღონისძიებები, მიმართონ თვითიზოლაციას გრიპის სიმპტომების აღმოჩენისას და მიმართონ ექიმს ან  საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ  060 838300 ცხელ ხაზს. ამის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს https://bavnews.am/-ი.

ნახეთ მეტი
Back to top button