ეკონომიკამთავარი

25 მილიარდი დრამი (490 დრამი =1 დოლარს) ბიზნესისა და სოციალური დახმარებისთვის

როგორც  სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, ამოქმედდება 25 მილიარდი დრამის ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტი, მომზადებული  იქნება 25 მილიარდი დრამის სოციალური დახმარების პაკეტი,შეიქმნება  80 მილიარდი დრამის ფონდი  ეკონომიკის რეორგანიზაციის  მიზნით.

 ფაშინიანმა თქვა,  რომ ამოცანა მდგომარეობს არა წინაკრიზისული ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენაში, არამედ იმაში, რომ უფრო მეტი ამბიციებით  უნდა ვიხელმძღვანელოთ, როცა ვემზადებით კრიზისისათვის.

„ამავე  დროს ჩვენ უნდა განვახორციელოთ განვითარების გეგმები, შესაძლოა, ფოკუსირება მოვახდინოთ რეფორმების დღის წესრიგზე და სერიოზული მხარდაჭერა გავუწიოთ ეკონომიკას.  გასაგებია, რომ კრიზისი სოციალური გამოწვევაა  და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ იგი, გადავდგათ ადეკვატური ნაბიჯები მის გადასაჭრელად,რა თქმა უნდა ეს ნაბიჯები უნდა იყვნენ   სამართლიანი, ეფექტური, მიზნობრივი“,- თქვა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button