მთავარისაზოგადოება

დაცვაც და საკვებიც. რუსეთიდან სომეხმა მამაკაცმა მოიფიქრა “გემრიელი” ნიღაბი კორონავირუსის წინააღმდეგ

სარატოვიდან სომეხმა მზარეულმა გევორგ აბგარიანმა წარმოადგინა მხიარული ვიდეო, რომელშიც მან კორონავირუსის საწინააღმდეგო გემრიელი წამალი მოამზადა, ნიღბის ნაცვლად კი ლავაში გამოიყენა. ვიდეო 17 მარტს გამოქვეყნდა მის YouTube არხზე.

ტელეარხ ,,სარატოვ 24“-თან ინტერვიუში, ვიდეოს ავტორმა აღნიშნა, რომ ვიდეოს ჩაწერის იდეა დაებადა საერთო ისტერიის ფონზე, რაც დაკავშირებულია ინფექციური დაავადების გავრცელებასთან.


მისი თქმით, ხალხი მცირედ პანიკაში ჩავარდა და დაივიწყა, რომ ზოგჯერ საჭიროა ღიმილი, ხუმრობა და საშინელ საგნებთან იუმორით მიდგომა. აბგარიანი იმედოვნებს, რომ მისი ვიდეო ხელს შეუწყობს ხალხს მოდუნებაში და მომხდარის დადებითად აღქმაში.
გარდა ამისა, გევორგმა განაცხადა, თუ როგორ იცავს თავს კოროვირუსისგან. ის ამზადებს საკვებს ხელთათმანებით, რეგულარულად ასუფთავებს ტერიტორიებს, იყენებს ანტისეპტიკებს და ხშირად იბანს ხელებს. კლიპის შემქმნელი დარწმუნებულია, რომ პოზიტიური განწყობა ხელს შეუწყობს ნებისმიერი დაავადების გამკლავებას, ხოლო სევდიანი და პანიკაში ჩავარდნილი ადამიანი ადვილად შეიძლება გახდეს ინფექციის მსხვერპლი.

ნახეთ მეტი
Back to top button