კიმ კარდაშიანი თავის Skims ბრენდის 20 პროცენტს გადასცემს საქველმოქმედო ღონისძიებებს

კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ შეიძლება ლაპარაკი საათობით გაგრძელდეს. ვარსკვლავები მიჰყვებიან ერთმანეთის რჩევას და ჩებიან სახლში, რათა თავიდან აიცილონ COVID-19 გავრცელება. გამონაკლისი არ არის კიმ კარდაშიანიც. ის სახლში ატარებს დროს, თუმცა უჩივის მოწყენილობას. სატელევიზიო ვარსკვლავი ძველ ფოტოებს თვალიერებს და თან ამბობს, რომეს მეტად სასიამოვნო პროცესია და შეუძლია ამ ფოტოების ნახვა კორონავირუსის ინფექციის დასრულებამდე. ამის შესახებ წერს Bazaar-ი.

„მენატრება ჩემი დები, ყველანი ერთმანეთისგან დაშორებით ვართ და ვიცავთ თვით იზოლაციის რეჟიმს. ძნელია, მაგრამ ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ საკუთარი და ყველას უსაფრთხოებისთვის. გთხოვთ, ნუ უგულებელყოფთ გაფრთხილებებს და დარჩით სახლში, რომ თავიდან აიცილოთ ინფექცია. ამას ჩვენ ყველანი ერთად გადავლახავთ“, – წერს კიმი Instagram-ზე.
კანიე ვესტას მეუღლემ არამარტო ისაუბრა ვირუსზე, არამედ შემოწირულობაც გააკეთა Skims ბრენდის 20 პროცენტი შესთავაზა Baby2Baby- ი საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც ეხმარება მძიმე ვითარებაში აღმოჩენილ ბავშვებს.