კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ სომხეთში მიაღწია 136-ს

ინფექციის 14 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული სომხეთში. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა სომხეთში, 20 მარტის 10:00 საათის მდგომარეობით შეადგენს 136-ს. განკურნებულია 1.
19 მარტის ბოლო მონაცემით სომხეთში რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა 122 იყო. სომხეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სომხეთში. საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს მთელ სომხეთის რესპუბლიკაში, 2020 წლის 16 მარტიდან, საღამოს 6:30 საათიდან 2020 წლის 14 აპრილამდე, საღამოს 5 საათამდე. კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა სომხეთში დაფიქსირდა 1 მარტს. მოქალაქე სომხეთში ჩამოვიდა ირანიდან. ის გამოჯანმრთელდა და გაიწერა ბინაზე.