მობილური აპლიკაცია დაგეხმარებათ განსაზღვროთ ინფიცირებული ხართ თუ არა კორონავირუსით

ირანის მიერ შეთავაზებული სატელეფონო აპლიკაცია მოქალაქეს დაუსვამს კითხვებს, რაზეც პასუხის გაცემის შემდეგ, ურჩევს რა გააკეთოს.
ერევანი – Sputnik. სრ ვიცე პრემიერ-მინისტრმა, საგანგებო სიტუაციების კომენდატმა ტიგრან ავინიანმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ მალე ადამიანები შეძლებენ გაარკვიონ, არიან თუ არა ისინი კორონავირუსით ინფიცირებული, ტელეფონის აპლიკაციის კითხვებზე პასუხის გაცემით.
”ჩვენმა ირანელმა პარტნიორებმა მოგვაწოდეს სატელეფონო აპლიკაცია, რომელიც საშუალებას მისცემს ხალხის შეკითხვებზე პასუხის გაცემით, და მათი ადგილის და ტელეფონის ნომრის აღნიშვნით, მიაწოდოს ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის შესახებ, და ჯანმო-ს კითხვარზე დაყრდნობით, ადამიანს შეეძლება გაარკვიოს აქვს თუ არა მას პრობლემა და რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში”, – დაწერა ვიცე-პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსული ინფექციის 122 შემთხვევაა რეგისტრირებული.
ინფექციის პირველი შემთხვევა ცნობილი გახდა 1 მარტს, დილით ადრე. ინფიცირებული იყო 29 წლის მამაკაცი, რომელიც ირანიდან ჩამოვიდა სომხეთში 28 თებერვალს. მან უკვე დატოვა საავადმყოფო.
სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 16 მარტიდან 14 აპრილამდე.