როგორ ვრცელდება კორონავირუსი სომხეთში – ჯანდაცვის სამინისტრო ასახელებს ორ მთავარ კერას

ახალი ამბები-სომხეთი. სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირების 112 შემთხვევა ასოცირდება ორ პირველ შემთხვევასთან. ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ალინა ნიკოღოსიანმა.
სომხეთში, 20 მარტს, დილის 10:00 საათამდე დადასტურდა, ახალი კონნავირუსული ინფექციით ინფიცირების სულ 136 შემთხვევა.
როგორც ადრე იყო ნათქვამი, ინფიცირებულთა უმეტესი ნაწილი (მათ შორის ერთი სკოლის მოსწავლე) არის ეჩიმიაძინის მკვიდრი, ისევე როგორც ის ადამიანები, რომლებიც ინფიცირებულ პირთან იყვნენ კავშირში ერევნის საწარმოში.
კორონავირუსული ინფექციის პირველი შემთხვევა სომხეთში დადასტურდა 1 მარტს, პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია და საავადმყოფოდან გაწერეს. დაინფიცირებულთა შორის არიან სომხეთის მოქალაქეები ირანიდან და იტალიიდან (ერევნის, ეჩმიაძინის, მეღრის და ჩარენცავანის მკვიდრები), მათთან კონტაქტში მყოფი პირები, ასევე იტალიის ერთი მოქალაქე და ვიზიტორი საფრანგეთიდან.