მთავარისაზოგადოება

საქართველოში თითქმის ყველა დაწესებულება იხურება

საქართველოს მთავრობა ამკაცრებს კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომებს  – ხვალიდან აკრძალულია ყველა დაწესებულების მუშაობა,  სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურების, ფოსტის და ბანკის ფილიალების გარდა. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ ამ საღამოს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, რომელსაც  დაესწრო პრეზიდენტი, იტყობინება “ნოვოსტი-გრუზია”.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა დაწესებულება უნდა დაიხუროს, რათა ხელი შეეწყოს მოქალაქეების სოციალურ დისტანციას და შეჩერდეს ვირუსის გავრცელება ქვეყანაში. ”ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევანელოთ ეს პროცესი, რომ სამედიცინო სექტორმა შეძლოს ვირუსთან ეფექტურად ბრძოლა”, – აღნიშნა გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს კვლავ განიხილეს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დამყარების საკითხი, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღეს.
”ამჟამად ამის საჭიროება არ არსებობს, მაგრამ ჩვენ  პრეზიდენტთან ერთად შევთანხმდით, რომ საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე საათში შეგვიძლია ამის გაკეთება. და როგორც  კი ამის რჩევას მოგვცემენ ექიმები, ჩვნ ამას გავაკეთებთ”,- აღნიშნა გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდემია გლობალური გამოწვევაა და “ჩვენ არ უნდა ვუპასუხოთ მას შიშით ან პანიკით”.
მან ასევე მოუწოდა მოსახლეობას “მაქსიმალურად დარჩეს სახლში”, რადგან ეს არის ინფიცირებისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის ყველაზე ეფექტური გზა.

ნახეთ მეტი
Back to top button