მთავარისაზოგადოება

სომეხ IT სპეციალისტთა ჯგუფი მოახდენს სომხეთში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მოდელირებას

კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შესახებ მონაცემების შეგროვების, ანალიზის,  საერთაშორისო პარტნიორების მონაცემებთან შედარების, სიტუაციის პროგნოზირების მიზნით შეიქმნა კვლევითი ჯგუფი, რომელშიც ჩართულნი არიან ანალიტიკოსები, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტები და სხვა ექსპერტები.

სომხეთის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრი ჰაკობ  არშაკიანი შეხვდა ჯგუფის სპეციალისტებს, რათა განიხილონ მომავალი ნაბიჯები და შესაძლებლობები.

ჯგუფი მიზნად ისახავს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით  კერების  კარტოგრაფირებას, ადამიანების გადაადგილების  შესახებ ინფორმაციას, გავრცელების  ზონებისა და  სხვა ინფორმაციის შედარების შედეგად კორონავირუსის (COVID-19)  ზოგადი გავრცელების  მოდელირებას, რაც მეტად სერიოზული  მხარდაჭერაა  ჯანმრთელობის დაცვის ინფრასტრუქტურისათვის.

ჰაკობ  არშაკიანმა გამოთქვა რწმენა, რომ კვლევითი ჯგუფის საქმიანობა შესაძლებელს გახდის  მიიღონ ზუსტი და  საიმედო   ინფორმაცია,  რაც ხელს შეუწყობს დაავადების პრევენციის ღონისძიებების უკეთ კოორდინაციასა და მართვას.

მინისტრმა ხაზი გაუსვა თითოეული სპეციალისტის ინდივიდუალურ ძალისხმევას ამ ერთობლივი პროექტის განხორციელების საქმეში.

შეხვედრაზე განიხილეს ჯგუფის საქმიანობის მიმართულებები, რესურსების აუცილებლობა და შესაძლო ვადები.

პროექტი ხორციელდება სომხეთის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის სამინისტროს ინიციატივით, სომხეთის  ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ნახეთ მეტი
Back to top button