მთავარისაზოგადოება

სომხეთმა მსოფლიოს ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალში 116 ადგილი დაიჭირა

სომხეთმა გაეროს გლობალური ბედნიერების შესახებ  მოხსენებაში 116-ე ადგილი დაიკავა.  მოხსენება  მსოფლიო ბედნიერების შესახებ  არის გლობალური ბედნიერების მდგომარეობის შესწავლა, რომელშიც შეფასებულია  156 ქვეყანაა და ასახავს  თუ რამდენად ბედნიერები არიან მათი მოქალაქეები. 2020 წლის მსოფლიო ბედნიერების ანგარიშში პირველად არის შეფასებული არა მარტო მოქალაქეების კეთილდღეობა, არამედ თუ რა გავლენას ახდენს მთ ბედნიერებაზე ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ცოციალური, ქალაქური და ბუნებრივი სფერო.   

ანგარიში წარადგინა  გაეროს მდგრადი განვითარების ქსელმა 20 მარტს, ბედნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

ქვეყნები მიმოიხილება ექვსი გადამწყვეტი სფეროს მიხედვით, რომლებიც მათ კეთილდღეობაზე ახდენს გავლენას: ეს არის  შემოსავალი, თავისუფლება, ნდობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა, სოციალური დახმარება და გულუხვობა.

ყველაზე ბედნიერი ქვეყანა, როგორც გასულ წელს, ფინეთი იყო. მის გარდა, ათეულში შედიან: დანია, შვეიცარია, ისლანდია, ნორვეგია, ნიდერლანდები, შვედეთი, ახალი ზელანდია, ავსტრია, ლუქსემბურგი. ნაკლებად ბედნიერები არიან:  ავღანეთი, სამხრეთ სუდანი, ზიმბაბვე, რუანდა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ტანზანია, ბოტსვანა, იემენი, მალავი, ინდოეთი.

ნახეთ მეტი
Back to top button