საზოგადოება

21 მარტიდან ყველა ფრენა საქართველოსკენ შეწყდება

21 მარტიდან საქართველოსკენ ყველა ფრენა გაუქმდება, ქვეყნის აეროპორტები მიიღებენ მხოლოდ სპეციალურ ფრენებს. ახალი კონორავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისა და გავრცელების პრევენციის საკითხთა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეგულარული სხდომის შედეგების შესახებ განაცხადა, საქართველოს მთავრობის სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, იუწყება ,,ნოვოსტი-გრუზია“.

”გადაწყდა, რომ ხვალიდან საჰაერო კომუნიკაცია შეჩერდება და განხორციელდება მხოლოდ ის ფრენები, რომელსაც „ჯორჯიან ავიახაზები “ ახორციელებს და საქართველოს მთავრობის კოორდინაციით ხორციელდება”, – აღნიშნა ჩიქოვანმა.
მან დასძინა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ, რომლებიც სპეციალური ფრენებით დაბრუნდებიან სამშობლოში, ხვალიდან უნდა გაიარონ 2 კვირიანი საკარანტინო ზონა.

”ჩვენ რამდენიმე დღის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ჩვენი მოქალაქეები ჩამოდიან. საქართველოში ჩამოსული ყველა ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა, საიდან ჩამოვლენ, განთავსდებიან საკარანტინო ზონებში და იქნებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, მათ მიმართ მიიღებენ გადაწყვეტილებებს შესაბამისი ჩარევის საფუძველზე”,- აღნიშნა ჩიქოვანმა.

ასევე აშენდება საკარანტინო ზონები თურქეთის, რუსეთის და აზერბაიჯანის სასაზღვრო გადასასვლელებზე – სარფი, წითელი ხიდი, ზემო ლარსი.
საქართველომ 18 მარტიდან ორი კვირით დახურა საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. საქართველოს საზღვრებზე გადაადგილების ბარიერი არსებობს მის მეზობლებთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, რუსეთთან და ნაწილობრივ თურქეთთან. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდევებზე.

ამ დრომდე, საკარანტინო ზონებში ათავსებდნენ Covid-2019- ის კორონავირუსის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსულ ხალხს. ესენი იყვნენ ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, ესპანეთი, შვეიცარია, ნორვეგია და დანია. სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ მოქალაქეებს დაენიშნათ თვითიზოლაციის რეჟიმი.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა დღეს საქართველოში არის 43. კარანტინში 1925 ადამიანია, 270-ზე მეტი კი სტაციონარშია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

ნახეთ მეტი
Back to top button