მთავარისაზოგადოება
“ნამდვილი სომეხი”: კიმ კარდაშიანის პატარა ვაჟმა თაყვანისმცემლების აღფრთოვანება გამოიწვია
ტელევარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა განათავსა თავისი ჩვილის ფოტო, რომელშიც საწოლში ნებივრობს და საყვარელი გამომეტყველება აქვს.
კიმ კარდაშიანი რეპერი კანიე ვესტთან ერთად 4 შვილს ზრდის. კიმი იშვიათად აქვეყნებს მისი შვილების ფოტოებს, მაგრამ ეს ფოტოები გამონაკლისს წარმოადგენენ.
“ჩემი ბავშვი ისეთი საყვარელია და ტკბილი“, – წერს ბედნიერი დედა. მისი აზრი მთლიანად გაიზიარეს მისმა თაყვანისმცემლებმაც. “ის სიზმარს ჰგავს”, “მისი თვალები უბრალოდ განსაცვიფრებელია”, “ლამაზი ბავშვი”, “ნამდვილი სომეხი”, აღფრთოვანებულნი აკომენტარებდნენ გულშემატკივრები.
პატარას ფსალმი ჰქვია, ბევრმა ის კიმის მამას მიამსგავსა. „მამაშენის ასლია“ წერდა ერთი მიმდევარი. თავად კიმი კი დარწმუნებულია, რომ ბიჭი მისი მშობელის რეინკარნაციაა.