ანალიტიკამთავარი

რატომ უწოდებენ სომხეთს ინდოეთში „დსთ-ს სილიკონის ველს“

მსხვილმა   ინდურმა ბიზნეს პორტალმა Moneycontrol.com განათავსა  პუბლიკაცია, სადაც ლაპარაკია  სომხეთსა და ინდოეთს შორის ურთიერთობების  დადებით ხასიათზე.   ავტორი სომხეთს  უწოდებს “დსთ-ს სილიკონის ველს”.    ნიუ დელიშში ერევანთან კავშირს სერიოზულად ეკიდებიან. შესაძლოა სომხეთმა ინდოეთისათვის ახალი ბაზრები გახსნას.  ამ ბოლო დროს  ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების მაგალითს წარმოადგენს ერევნის მიერ ინდური წარმოების  Swathi რადიოლოკაციური რადარების შეძენა.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ახლო და შორეულ საზღვარგარეთთან სამხედრო და ტექნიკური თანამშრომლობის ყველა შესაძლებლობებისა  და უპირატესობების გამოყენებით  სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს  კომპლექსური თავდაცვისა და სამხედრო ინდუსტრიის განვითარებას და მაღალტექნოლოგიური იარაღის მომარაგების საკითხს.

ამ მიმართებით  პრიორიტეტულია მაღალი სიზუსტის  რადარული  რაკეტები,  რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსები, საბრძოლო ავიაცია, საჰაერო და სახმელეთო რობოტული სისტემები. ერევანში შეიქმნა სამხედრო-სამრეწველო ინსტიტუტი, რომელიც შეისწავლის და შეიმუშავებს სამხედრო საკითხებს.

სომხეთის მთავრობა შიდა სამხედრო ინდუსტრიის განვითარებას ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევს, ასე რომ გასულ თებერვალს მან შპს „არსენალს“  მიანიჭა საბაჟო პრივილეგია ჩინეთიდან 827 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო აღჭურვილობისა და ხელსაწყოების იმპორტისათვის.  

სომხური მაღალტექნოლოგიური სამხედრო პროდუქცია ეს გადატანითი მნიშვნელობით არ არის ნათქვამი.  მაგალითად, სომხური არმიის თვითმართვადი საფრენი აპარატები სდაახლოებით 95 პროცენტი ქვეყნის შიგნითაა ნაწარმოები.  შემთხვევითი არ არის, რომ დსთ-ს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სპეციალისტები შეიკრიბნენ ერევანში რათა დაეთვალიერებინათ გამოფენა,  რომელიც ეძღვნებოდა  რობოტიზებული შეიარაღებული  კონფლიქტების მომავალს.   აბუ-დაბში IDEX-2019 საერთაშორისო თავდაცვის გამოფენის დროს საერთაშორისო საზოგადოებას წარედგინა სომხური წარმოების MJ-25 სარადარო სადგური, რომელსაც შეეუძლია ნაკლებად ხილული  საჰაერო სამიზნეების დადგენა. სხვათა შორის, ეს არ იყო ექსპერიმენტული ნიმუში, MJ-25 რადარი უკვე შედის  სომხეთის არმიის არსენალში.

სტატიის ავტორი აჯამებს ზემოთაღნიშნულს და წერს, რომ   2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრების განხილვის დროს, სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ 2019 წელს  სომხეთმა შეიძინა იარაღის უპრეცედენტო რაოდენობა  და კვლავაც გააგრძელებს შევსებას, რეგიონში სამხედრო ბალანსის აღდგენის მიზნით.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close