მთავარისაზოგადოება

აეროპორტ „ზვართნოცში“ განთავსდა სომხეთის კულტურის ამსახველი ბანერები

სომხეთის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის   სფეროში ცნობადობის ამაღლების მიზნით აეროპორტ  „ზვართნოცში“  განთავსდა პლაკატები. მასზე აღნიშნული QR კოდის საშუალებით, ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია არაკომერციული ორგანიზაცია  “ისტორიული და კულტურული ნაკრძალ-მუზეუმებისა და ისტორული გარემოს დაცვის სამსახურის დაქვემდებარების ქვეშ მყოფი ნაკრძალ-მუზეუმების შესახებ. როგორც “არმენპრესი” იუწყება,  ამის შესახებ «YouTube»-ზე განაცხადა ორგანიზაციის  დირექტორმა არა თარვერდიანმა.

„რამდენიმე დღეა, რაც ორგანიზაციამ  აეროპორტ  „ზვართნოცში“ განათავსა  საკმაოდ  ლამაზი და შინაარსიანი  ბანერი, რომლის საშუალებითაც ტურისტს შეეძლება QR  კოდის გამოყენებით  კავშირი დაამყაროს ორგანიზაციის საიტთან და მიიღოს საკმაოდ მდიდარი ინფორმაცია  ჩვენი ორგანიზაციის  განკარგულებაში არსებული ნაკრძალ-მუზეუმების შესახებ.    ეს არის ახალი აქცია, რომელიც  მიმართულია  ჩვენი ძეგლების გასაჯაროებისაკენ და ამ აქციას ექნება გაგრძელება ერევნის მეტროშიც“, -თქვა მან.   

თარვერდიანის თქმით, თუ ყველაფერი ნორმალურად წავა, პლაკატები ასევე განთავსდება საერთაშორისო აეროპორტებში სხვა ბევრ ქალაქში.

ნახეთ მეტი
Back to top button