მთავარიპოლიტიკა

„პოლიტიკური ლიგის“ განცხადება 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის შეთანხმების 100 წლისთავთან დაკავშირებით

ფაქტია,  რომ მოსკოვის შეთანხმებით სომხური მხარის მონაწილეობის გარეშე გადაწყდა   სომეხთა და მათი  ისტორიული სამშობლოს ბედი.    ამ თარიღთან დაკავშირებით  1921 წლის რუსეთ-თურქეთის  შეთანხმების წინააღმდეგ „პოლიტიკურმა ლიგამ“  დაიწყო   ხელმოწერების შეგროვება ინტერნეტის  მეშვეობით.

„პოლიტიკური ლიგა“ 1921 წლის  16 მარტის  მოსკოვის შეთანხმებას აფასებს, როგორც  სომეხი ხალხის მიმართ განხორციელებულ  უსამართლო, დამამცირებელ, პოლიტიკური  სისასტიკით უპრეცედენტო  გარიგებას და აცხადებს:

„1921 წელს მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებებით, ბოლშევიკურმა რუსეთმა თურქეთს  გადასცა  ყარსის გუბერნია   და სურმალუს პროვინცია, ხოლო ნახიჯევანი გადაეცა აზერბაიჯანს. სომხეთის რესპუბლიკა გასაბჭოვდა.

„მეგობრობის და ძმობის შეთანხმების  მხარეებმა – ქემალისტურმა თურქეთმა და ბოლშევიკურმა რუსეთმა, ისარგებლეს რა  სომეხი ერის მძიმე პირობებით  დანაშაულებრივი  ქმედება ჩაიდინეს, დაქსაქსეს და მიითვისეს სომეხი ხალხის   ისტორიული სამშობლოს  უდიდესი ნაწილი და სომეხ ხალს დაუტოვეს მისი 1/10-ი.

ეს შეთანხმება  არის დანაშაულებრივი  დოკუმენტი სომეხი ხალხის მიმართ, ასე რომ, მას არ აქვს ამოწურვის ვადა და ექვემდებარება დაგმობასა და გადასინჯვას“.

1921 წლის 16 მარტის რუსეთ-თურქეთის შეთანხმების  გაბათილების  მიზნით, „პოლიტიკური ლიგა“  აცხადებს სომეხთა მოქმედებების დაწყების შესახებ  და იწყებს ინტერნეტ-ხელმოწერების შეგროვებას დევიზით : „არა, 1921 წლის მოსკოვის შეთანხმებას“.   

ქემალურ-ბოლშევიკური შეთანხმების  გაბათილების შესახებ განცხადებები გააკეთეს  სომხეთის  ოთხმა პოლიტიკურმა ძალამ: „ მემკვიდრეობა“, სომხეთის ევროპული პარტია, „დემოკრატიული სამშობლო“ და  „სასნა წრერ“.

როგორც „მოდუს ვინედი“ ანალიტიკური  ცენტრის ხელმძღვანელი არა პაპიანი აღნიშნავს, ამ ინციატივის წარმატებით დაგვირგვინებისათვის, თუ მხედველობაში მივიღებთ რუსეთ-თურქეთის ამჟამინდელ ურთიერთობებს,  გარკვეული წინაპირობები არსებობს.

პოლიტიკური ლიგის წევრები თვლიან, რომ ეროვნულ დონეზე უნდა დავგმოთ სომეხ-ხალხის დამამცირებელი და თავსმოხვეული  სომხეთ-თურქეთის ამჟამინდელი საზღვრები. პოლიტიკური ლიგის კოორდინატორმა, ნარინე მკრტჩიანმა გვითხრა, რომ ამ ინიციატივამ უკვე მოიპოვა საკმაოდ დიდი გამოხმაურება.

სომხეთის რესპუბლიკამ   მოსკოვისა და ყარსის შეთანხმების საკითხი უნდა შეიტანოს  სრულიად სომხურ პოლიტიკურ დღის წესრიგში, მოახდინოს პან-სომხური პოტენციალის და სომხური ფაქტორის   კონსოლიდაცია, ასე ფიქრობენ „პოლიტიკური ლიგის“  წარმომადგენლები.

რუსეთ-თურქეთის სამარცხვინო გარიგების 100 წლისთავს შევხვდეთ  მისი უარმყოფელი მრავალათასიანი ხელმოწერებით. მიმართავს რა სომეხ ერს „პოლიტიკური ლიგა“ მოუწოდებს,  რომ გაერთიანდნენ ამ პან-სომხური დღის წესრიგის გარშემო, უარი თქვან რუსეთ-თურქეთის ანტი-სომხურ შეთანხმებაზე,  რომელიც ფეხქვეშ თელავს  ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს.

ხელმოწერების შეგროვების ინიციატივის ავტორები თვლიან, რომ სომხეთის სახელმწიფო ორგანოები უნდა გადაიქცნენ  ამ მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხის ფლაგმანად შესაბამისი კანონმდებლობის მიღებით და საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებით. მიმართონ თავიანთი ძალები მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებების დაგმობისა და გადასინჯვისაკენ.

ნახეთ მეტი
Back to top button