ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დარჩენილი 140 სომხეთის მოქალაქე დაბრუნდა სომხეთში

22 მარტი, არმენპრესი. ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ, იქ დარჩენილი სომხეთის 140 მოქალაქე დაბრუნდა სომხეთში. როგორც იუწყება “არმენპრესი”, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამოაქვეყნა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
მან შეახსენა, რომ კოროვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს ხელისუფლებამ აკრძალა უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა, მაგრამ რუსი და ქართველი პარტნიორების თანამშრომლობის წყალობით, სომხეთის ზემოხსენებულმა მოქალაქეებმა შეძლეს სომხეთში დაბრუნება.
”მინდა ვთხოვო ჩვენს თანამემამულეებს რუსეთში, რომ სომხეთში ჩამოვიდნენ ექსკლუზიურად საჰაერო გზით”, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა და დასძინა, რომ ზემოხსენებული ინციდენტი გამონაკლისი იყო და განხორციელდა სომხური მხარის თხოვნით.