იზოლაციის რეჟიმის დამრღვევებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო კანონი

პირველი მოსმენის შემდეგ, კანონპროექტიდან ამოღებულ იქნა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საჯარო ჩანაწერებზე გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები პასუხისგებაში არ იქნებიან მიცემული სოციალურ მედიაში გამოთქმული მოსაზრებების გამო.
ერევანი, 23 მარტი – Sputnik. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, ეროვნულმა ასამბლეამ ერთხმად (117 მომხრე) დაამტკიცა კანონპროექტი საგანგებო მდგომარეობის დროს იზოლაციის ან თვითიზოლაციის მოთხოვნების დარღვევისთვის ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.
სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, თუ პირი არღვევს თვითიზოლაციის ან იზოლაციის მოთხოვნას, იგი დაჯარიმდება მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელით, ჯარიმით 300-500 ათასი დრამის ოდენობით. ხოლო, თუ ამ პერიოდში სხვა პირს ან პირებს დააინფიცირებს, ისინი უკვე დაექვემდებარებიან სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც დამოკიდებულია შედეგების სიმძიმეზე. ამრიგად, თუ მისი გაუფრთხილებლობით გამოწვეულ იქნება ადამიანების მასობრივი დაავადება, მას სამ თვემდე მიესჯება თავისუფლების აღკვეთა, ხოლო თუ მისი გაუფრთხილებლობით გამოწვეულ იქნება ადამიანის სიკვდილი, მას შეიძლება მიესაჯოს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
ეროვნული ასამბლეა აგრძელებს 20 მარტს დაწყებულ რიგგარეშე სხდომას.
სხდომის დასაწყისში სიტყვით გამოვიდა იუსტიციის მინისტრი რუსტამ ბადასიანი.
მისი თქმით, პირველი მოსმენით, პროექტიდან ამოიღეს ფიზიკური და იურიდიული პირების საჯარო ჩანაწერების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის პროექტი. ანუ, მომხმარებლები პასუხს არ აგებენ სოციალურ მედიაში გამოთქმულ მოსაზრებებზე.
”მთავრობა განიხილავს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას საგანგებო სიტუაციის დროს,” – თქვა ბადასიანმა.
რაც შეეხება კანონპროექტით შეზღუდული მედიის მუშაობას, მინისტრმა აღნიშნა, რომ ტერმინი ,,მედია“ შეიცვალა ტერმინით ,,საინფორმაციო საქმიანობის განმახორციელებელი“, რითაც გააფართოვა ბენეფიციარების მასშტაბები, რადგან ელექტრონული საიტები არ განიხილება მედია. ჯარიმის თანხა იგივე დარჩა – 300-500 ათასი დრამი, ხოლო ინფორმაციის არ გამჟღავნების შემთხვევაში – 500 ათასიდან 1 მილიონ დრამამდე.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული 194 ადამიანია.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 1 მარტს, დილით ადრე. დაინფიცირებული იყო 29 წლის მამაკაცი, რომელიც ირანიდან ჩამოვიდა სომხეთში 28 თებერვალს. ის უკვე გაეწერა საავადმყოფოდან. 11 მარტს სომხეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულები იყვნენ იტალიიდან. ერთ-ერთი მათგანი ეჩიმიაძინის მკვიდრია და, სავარაუდოდ, იგი წავიდა იტალიაში, რომ შვილის რჩეულისთვის საქორწილო კაბა ეყიდა, შემდეგ მონაწილეობა მიიღო ნიშნობაში ეჩმიაძინში. ამის შემდეგ დაიწყო ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა.
16 მარტს, სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოროვირვირუსის შემთხვევა ასევე აღირიცხა ერევნის ერთ-ერთ საწარმოში.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დადასტურებული შემთხვევების უმეტესი ნაწილი იმ საწარმოს უკავშირდებოდა.
სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 16 მარტიდან 14 აპრილამდე.