საზოგადოება

კორონავირუსის მიერ გამოწვეული ეს მდგომარეობა შეიძლება გაცილებით დიდხანს გაგრძელდეს. ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ უნდა მოიძებნოს თავისუფალი და უსაფრთხო ტერიტორიები, სადაც ცხოვრება შეიძლება ორგანიზებულ იქნას შედარებითი უსაფრთხოების პირობებში.
ერევანი, 23 მარტი – Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კოორნოვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებელი სამუშაოების კოორდინირებული კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ  ანალიზის თანახმად, კორონავირუსით გამოწვეული სიტუაცია შეიძლება ბევრად მეტხანს გაგრძელდეს, ვიდრე თავიდან იყო დაგეგმილი.

https://www.youtube.com/watch?v=O_nB1O590nk

”ჩვენ უნდა გვქონდეს წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ ვაპირებთ სომხეთში ცხოვრების ორგანიზებას. ჩვენ უნდა მოვძებნოთ, შევქმნათ თავისუფალი და უსაფრთხო ადგილები, სადაც შეგვიძლია ორგანიზება გავუკეთოთ ცხოვრებას შედარებითი უსაფრთხოების პირობებში, მოვლენების მსვლელობაზე თვალყურის მიდევნებით”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, მსოფლიოში კორონავირუსის ირგვლივ უამრავი გაურკვევლობაა. პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველაზე მოულოდნელი ინფორმაცია მოდის, მაგალითად, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანას ტესტების დეფიციტი აქვს.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მთავრობის საქმიანობა უნდა დაიყოს ორ ნაწილად: კომენდატურის საქმიანობა, რომლებიც გაუმკლავდება ოპერატიულ საკითხებს და უნდა შემუშავდეს ანტიკრიზისული ზომები, რომ არ მოხდეს კოლაფსი.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 16 მარტიდან 14 აპრილამდე. დაიხურა ყველა სასწავლო დაწესებულება და კულტურული ცენტრი, გაუქმებულია ყველა საჯარო ღონისძიება.
23 მარტს, ნაციონალურმა ასამბლეამ მიიღო კანონპროექტი იზოლაციის მოთხოვნის დარღვევაზე, რომელიც სისხლისსამართლებრივია.
ჯერჯერობით სომხეთში კორონავირუსის ინფექციის 194 შემთხვევაა.

ნახეთ მეტი
Back to top button