მთავარისაზოგადოება

რუსეთის მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია მოაწყეს სომხეთში, საქართველოს საელჩოს წინ. A1 +

სომხური წარმოშობის, მაგრამ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ჯგუფმა,   საპროტესტო აქცია გამართეს საქართველოს საელჩოს წინ. ამის შესახებ იტყობინება საითი “A1 +”.
პრობლემა იმაშია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო, მოქალაქეებს არ შეუძლიათ სომხეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთა ავტომანქანით.

ერთ-ერთმა მოქალაქემ, სოფია ხაჩატრიანმა A1 +– ს განუცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის  300-ზე მეტი მოქალაქე, საგანგებო მდგომარეობის გამო ვერ ბრუნდება საკუთარ სახლებში, რადგან საქართველომ აკრძალვა დაადო რუსეთის მოქალაქეების საქართველოს გავლით რუსეთში შესვლას.

მან აცნობა, რომ მათ ასევე მიმართეს რუსეთის საელჩოს, იქიდან მათ უპასუხეს, რომ საქართველომ დაბლოკა მისი ტერიტორიით რუსეთში შესვლა, ჯერჯერობით მათ ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლეს.
მოქალაქეები სომხეთში სხვადასხვა მიზნით იყვნენ ჩასული და უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

კითხვაზე, რამდენი ადამიანი იქნება აქციის მონაწილეები, სოფია ხაჩატრიანმა თქვა, რომ არ შეუძლია აღნიშნოს, მაგრამ არის 140 ოჯახი, რამდენიმე წევრისგან შემდგარი, რომლებიც დაზარალდნენ ამ ვითარებისგან.
მათგან უმეტესობას დღეს წასასვლელი ადგილიც არ აქვთ, თანხა გაუთავდათ, მათ სასტუმროებში ყოფნაც კი არ შეუძლიათ.

კითხვაზე, არიან თუ არა ისინი ინფორმირებული, რომ ამ დღეებში მსგავსი აქციების ორგანიზება არ შეიძლება და შეიძლება ამის უფლება არ მისცენ, მომიტინგემ თქვა, რომ ეს ესმის, მაგრამ სასოწარკვეთილებაშია და არ იცის, რა იღონონ.
მისი თქმით, მან იცის, რომ 20-ზე მეტ ადამიანს არ შეეძლება შეკრება და თუ 20 ადამიანზე მეტი  იქნება, ისინი ჯგუფებად დაიყოფიან.


მათ ასევე გამართეს საპროტესტო აქცია 21 მარტს, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღიათ.
სრ საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა ანა ნაღდალიანმა საკითხთან დაკავშირებით “A1 +” – ს განუცხადა, რომ ისინი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან, ამიტომ იმისთვის, რომ მისცენ უფლება რუსეთში შევიდნენ საქართველოს გავლით, უნდა იყოს რუსეთ-საქართველოს შეთანხმება.
ნაღდალიანმა აღნიშნა, რომ მათ არ შეუძლიათ შუამავლობა სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close