მთავარისაერთაშორისო
საქართველოში რვა ადამიანი კორონავირუსიდან გამოჯანმრთელდა

საქართველოში კიდევ 5 კორონავირუსით დაინფიცირებული გამოჯანმრთელდა
საქართველოს ინფექციური სავადმყოფოს კორონავირუსის განყოფილების გამგის მარინა ენდელაძის თქმით, მიღებული იქნა კიდევ 5 პაციენტის გამოკვლევის შედეგი, რითაც საქართველოში გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვმა მიაღწია 8-ს.
კარანტინში საქართველოს 3254 მოქალაქეა. 233 ადამიანი სტაციონარული კონტროლის ქვეშ იმყოფება. საქართველოში კორონავირუსული ინფექციით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაა 54-ია.