საქართველო მოქალაქეებს სომხეთთან და აზერბაიჯანთან საზღვრებზე უტოვებს თითო საგუშაგოს
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მეთაურობით მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვრებზე ორი საგუშაგოს დატოვების შესახებ.
ერევანი – Sputnik. სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს სომხეთთან საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ „სადახლოს“ გამშვები პუნქტის გავლით, ხოლო აზერბაიჯანთან – „წითელი ხიდის“ გავლით შეეძლებათ, იუწყება Sputnik საქართველო, მთავრობის პრესსამსახურზე მითითებით.
21 მარტს საქართველოში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოროვირუსული მდგომარეობის გამო, რომელიც 21 აპრილამდე გაგრძელდება.
აღნიშნულია, რომ იმავე საგუშაგოების საშუალებით, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს შეეძლებათ სამშობლოში დაბრუნება. გადასვლა შესაძლებელი იქნება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
”სხვა საგუშაგოების საშუალებით ხალხის გადაადგილება არ დაიშვება. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი”, – აღნიშნულია მოხსენებაში.
სხვათა შორის, შეზღუდვები არ შეეხება სატვირთო გადაზიდვებს, რომლებიც კვლავ ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტების გავლით განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, რუსეთმა და საქართველომ 16 მარტს დროებით დახურეს საზღვარი მოქალაქეების გადაადგილებისთვის. ამავე მიზეზით, სომხეთის მოქალაქეებს ეკრძალებოდათ საქართველოში შემოსვლა ყველა მიმართულებით (სომხეთ-საქართველოს, რუსეთ-საქართველოს, თურქეთ-საქართველოს საზღვრებით, აგრეთვე საზღვაო და საჰაერო გზით). მაგრამ 18 მარტს, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობა რუსეთის მხარეზე სომეხი მოქალაქეების არსებობის შესახებ, რომლებიც ცდილობდნენ ქვეყანაში სახმელეთო გზით შემოსვლას ,,ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტის გავლით. 21 მარტს, სომხეთის მოქალაქეებმა, რომლებიც ,,ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტზე იყვნენ ჩარჩენილები, გამონაკლისის სახით შეძლეს სამშობლოში დაბრუნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სამხედრო გზა რჩება ერთადერთ სახმელეთო გზად, რომელიც სომხეთს აკავშირებს რუსეთთან.