მთავარიპოლიტიკა

სომხეთის რესპუბლიკის კომენდანტმა ჩამოაყალიბა ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებს არ აქვთ სომხეთში შესვლის უფლება

იმ ქვეყნებს  (ტერიტორიებს ) რომლებსაც აქვთ ეპიდემიოლოგიური დაძაბულობა, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო მდგომარეობის კომენდანტის გადაწყვეტილებით შეეზღუდათ სომხეთში შესვლა.

 ეკრძალება სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე   შესვლა  პირებს, რომლებსაც არ აქვთ სომხეთის მოქალაქეობა და ისინი შემოდიან სომხეთში იმ ქვეყნებიდან, რომელიც მოცემულია სომხეთის რესპუბლიკის კომენდანტის მიერ დადგენილ სიაში შესული ქვეყნებიდან ან უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ამ ქვეყნებში.  ეს აკრძალვები არ ეხება  დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების , საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს.

როგორც “არმენპრესი ” იუწყება, სომხეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე დაყრდნობით, გადაწყვეტილება ძალაში შედის 2020 წლის 23 მარტს 23:59 საათზე.

სია:

ამერიკის შეერთებული შტატები:

ავსტრალიის კავშირი

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები (ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, გერმანია, დანია, ესტონეთი, ირლანდია, ესპანეთი, იტალია, ლატვია, პოლონეთი, ლიტვა, ლუქსემბურგი, ხორვატია, კვიპროსი, საბერძნეთი, უნგრეთი, მალტა, ნიდერლანდები, შვედეთი, ჩეხეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ფინეთი, საფრანგეთი)

თურქეთის რესპუბლიკა

ისრაელის სახელმწიფო

ირანის ისლამური რესპუბლიკა

კანადა

კორეის რესპუბლიკა

იაპონია

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო

ნორვეგიის სამეფო

შვეიცარიის კონფედერაცია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა

რუსეთის ფედერაცია

საქართველო

ნახეთ მეტი
Back to top button