პოლიტიკა

სომხეთსა და საქართველოს შორის საქონლის ტრანსპორტირებაზე შეზღუდვები არ არსებობს

23 მარტი, არმენპრესი. სომხეთსა და საქართველოს შორის საქონლის ტრანსპორტირებაზე შეზღუდვები არ არსებობს, მაგრამ საქართველოს მთავრობამ დააწესა მკაცრი რეგულაციები ტვირთის გადაზიდვებთან დაკავშირებით.
“არმენპრეს”-ის უწყებით, ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ვაროს სიმონიანმა.
”მოქმედებს სპეციალური წესი; საქართველოში საქონლის შემოტანის შემთხვევაში, თუ მძღოლი მაღალი რისკის ეპიდემიის ზონიდან მოდის, მას არ ეძლევა საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის ნება. მძღოლს ცვლიან. ახალი წესით ასევე შესაძლებელია მისაბმელის ან სატვირთო მანქანის შეცვლა. სატრანზიტო გადაზიდვები კონტროლს ექვემდებარება”,- აღნიშნა სიმონიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა გამკაცრდეს კონტროლი სატვირთო ავტომობილების მძღოლებზე, სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებიც იმყოფებოდნენ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში, ახალი კოროვირუსების გავრცელების ბოლო 14 დღის განმავლობაში (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანის ისლამური რესპუბლიკა, ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, დანია).

ნახეთ მეტი
Back to top button
Close