მთავარისაზოგადოება

სომხეთში საქართველოს ელჩის მეუღლე ერევანს სიყვარულში გამოუტყდა, გამძლეობა და მხნეობა უსურვა სომეხ ხალხს.

სომხეთში საქართველოს ელჩის მეუღლე დარწმუნებულია, რომ კორონავირუსთან სიტუაცია დაწყნარდება და დადებითი შედეგი დადგება.
ერევანი – Sputnik. სომხეთში საქართველოს ელჩის გორგი საგანელიძის მეუღლემ, ეკატერინე ბაქრაძემ მადლობა გადაუხადა სომეხ ხალხს სიკეთისთვის და ამ მძიმე დღეებში მათ მოთმინება უსურვა. მან თავის ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა სომხეთის ფოტო არარატის მთის ფონზე.
”მიყვარს ეს ქალაქი. სიკეთის, კეთილგანწყობისა და პატივისცემის გარდა სხვა არაფერი მიგრძვნია იქ .მადლობა ამისათვის. გულწრფელად ვუსურვებ მშვიდობას, გამძლეობას და მხნეობას სომეხ ხალხს. ყველაფერი კარგად იქნება, აუცილებლად”,- ფოტოს წარწერა გაუკეთა მან.


ეკატერინეს პოსტი მოიწონეს მისმა თანამემამულეებმა, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ სომხეთში და დიდი შთაბეჭდილებებით წავიდნენ.
”მეც ძალიან მიყვარს სომხეთი, განსაკუთრებით ერევანი”, ”დიდი სიყვარულით ვუერთდები შენს კეთილ სურვილებს, დაე,  ყველა ქვეყანაში ადამიანები მალე გამოჯანმრთელდნენ”, ”სომეხი ხალხი სიამოვნებით დაინახავს ამას”, – წერენ ქართველი მომხმარებლები.
ბაქრაძეს ასევე მადლობა გადაუხადეს სომეხმა მომხმარებლებმაც, რომლებიც მოხარული არიან პოზიტიური შეფასებისთვის.
აღსანიშნავია, რომ გიორგი საგანელიძე 2016 წელს დაინიშნა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად. ის 4 წელია, რაც ოჯახთან ერთად ცხოვრობს სომხეთში.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close