ეკონომიკა

როგორ სურს სახელმწიფოს ბიზნესის მხარდაჭერა? ფაშინიანმა წარადგინა პროექტი

ღონისძიება მიზნად ისახავს დახმარებას კორონავირუსის შედეგად გარკვეული სომხური კომპანიების მოსალოდნელ მიმდინარე რეალიზებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებაში.

ერევანი, 23 მარტი – Sputnik. სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუქის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წარმოადგინა კოროვირუსის ეკონომიკური შედეგების განეიტრალების პირველი ღონისძიების პროექტი.

”სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედმა ნებისმიერმა რეზიდენტმა კერძო კომერციულმა ორგანიზაციამ ან ინდივიდუალურმა მეწარმემ (გარდა ბანკებისა, საკრედიტო ორგანიზაციების, ლომბარდების და სადაზღვევო კომპანიების) რომელიც კომერციულ საქმიანობას ეწევა სრ ტერიტორიაზე მინიმუმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გააჩნია კარგი საკრედიტო და საგადასახადო ისტორია, შეუძლია მიიღოს გარკვეული დახმარება”, – ნათქვამია პროექტში.

მეწარმეებს დახმარება ეძლევა სომხეთის რესპუბლიკაში მოქმედი და ლიცენზირებული ბანკებიდან ან საკრედიტო ორგანიზაციებიდან, მიღებული მიზნობრივი სესხების  თანადაფინანსების, რეფინანსირებისა და საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების გზით.

შესაბამისად, სახელმწიფო თანადააფინანსებს, ეცდება რა გადაჭრას მეწარმეების  სესხის ხაზით მეწარმესთან უზრუნველყოფის საშუალების არასაკმარისი დონის,  ვალუტის რისკის ნაწილობრივი განეიტრალების, სახელმწიფო ბიზნესის სესხისთვის გირაოს პრობლემის მოგვარების, აგრეთვე საპროცენტო ხაზით ხარჯების ნაწილობრივი შემცირების საკითხები. ასევე სუბსიდირებული იქნება სესხის ხაზით მეწამესთან საპროცენტო ხარჯების არსებითად შემცირების პრობლემა.

სესხების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ფაშინიანის ფეისბუქის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 16 მარტიდან 14 აპრილამდე. დაიხურა ყველა სასწავლო დაწესებულება და კულტურული ცენტრი, გაუქმებულია ყველა საჯარო ღონისძიება.
აკრძალულია სავაჭრო ცენტრების საქმიანობა მთელს სომხეთში, გარდა საკვები, სასმელების, ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ნაწარმის საცალო ვაჭრობისა.
ასევე დახურულია ბარები, ღამის კლუბები, საცეკვაო კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორის და აზარტული თამაშების პუნქტები. აკრძალულია ფილმების ჩვენება.

ნახეთ მეტი
Back to top button