საზოგადოება
დილიჟანში იზოლირებული მოქალაქეებისთვის მოეწყო კონცერტი ღია ცის ქვეშ

ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, თუ დილიჟანში კოროვირუსების გამო იზოლირებული მოქალაქეების საკარანტინო შენობიდან მოშორებით როგორ მოაწყეს კონცერტი.
ვიდეო ასევე გაიზიარა კოტაიქის ოლქის გუბერნატორმა რომანოზ პეტროსიანმა. და ჩანაწერი გააკეთა – “სომხეთი, ჩვენი დღეები … იყავით ჯანმრთელი!”
სომხეთში, 23 მარტის მდგომარეობით კორონავირუსული ინფექციის 194 შემთხვევა დადასტურდა. 16 მარტს სომხეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყანაში. შეზღუდვები ვრცელდება საზოგადოებრივ ღონისძიებებზე, გასართობ ცენტრებსა და ზოგიერთ ოფისზე. დახურულია სასწავლო დაწესებულებები და საბავშვო ბაღები.