მთავარისაზოგადოება

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ სომხეთში 235 მიაღწია

კორონავირუსული ინფექციის 41 ახალი შემთხვევა აღირიცხა სომხეთში. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

„დღეს დადასტურდა 41 ახალი შემთხვევა, ამ შემთხვევების მასშტაბები და გეოგრაფია იწვევს გარკვეულ შეშფოთებას. კოროვირუსული ინფექციის შემთხვევა დაფიქსირდა კოტაიქის ოლქის საწარმოში  ერევნის ერებუნის  რაიონში. ჩვენს პაციენტებში კორონავირუსის დადებითად დიაგნოზირებული 235 ადამიანიდან 26 –ს აქვს პნევმონია, მაგრამ მათი მდგომარეობა კონტროლირებადია. ინფიცირებულთა უმეტესობას არ აქვთ ტეპერატურა“, – თქვა ფაშინიანმა

საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს მთელ სომხეთის რესპუბლიკაში, 2020 წლის 16 მარტიდან, საღამოს 6:30 საათიდან 2020 წლის 14 აპრილამდე, საღამოს 5 საათამდე.

ნახეთ მეტი
Back to top button