საზოგადოება

საქართველოში აიკრძალა ქორწილები და პანაშვიდები

საქართველოში საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით აიკრძალა პანაშვიდები, ასევე ქორწილები და სხვა ცერემონიები, რომლებიც გულისხმობს ხალხის შეკრებას საზოგადოებრივ ადგილებში. გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მთავრობამ.
ქვეყანაში საგანგებო სიტუაციების ახალი წესების თანახმად, ნებისმიერი სოციალური მოვლენა, რომელშიც ათზე მეტი ადამიანი მონაწილეობს, იკრძალება, იუწყება ,,ნოვოსტი-საქართველო“.
შეზღუდვა არ ვრცელდება ხალხთა შეკრებაზე სამედიცინო და საზოგადოებრივ დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ სააგენტოებში, რომლებმაც უნდა შეასრულონ თავიანთი მოვალეობები.
შეზღუდვა ასევე არ ვრცელდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე.
გადაწყვეტილებაში ასევე აღინიშნება, რომ იმ კერძო დაწესებულებებში, რომლებზეც შეზღუდვები არ ვრცელდება, ადამიანებმა უნდა შეინარჩუნონ მანძილი ორი მეტრის დაშორებით.
ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უამრავმა მოქალაქემ ხელისუფლების მხრიდან მოწოდებების მიუხედავად, განაგრძო დაბადების დღის აღნიშვნა სტუმრების მოწვევით და პანაშვიდებზე დასწრება.
დღეს სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან აღშფოთება გამოიწვია ვიდეომ, სადაც ჩანს მარნეულის მაცხოვრებლები როგორ ცდილობენ ქუჩაში ლხინის ორგანიზებას. შედეგად, პოლიცია იძულებული გახდა ჩარეულიყო.

ნახეთ მეტი
Back to top button