მთავარისაზოგადოება

საქართველოში სომხეთის საელჩომ განცხადება გაავრცელა

საქართველოშის სომხეთის რესპუბლიკის საელჩო აცხადებს, რომ ორივე ქვეყანაში  საკარანტინო რეჟიმის გამო მოქალაქეების გადაადგილება იქნება შეზღუდული. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა საქართველოში სომხეთის საელჩომ.
განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია:
”საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან და სურთ დაბრუნდნენ სომხეთში.
როგორც უკვე გაცნობებდით, საქართველოს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში, მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გამო, სადახლოს სასაზღვრო გამშვები პუნქტისკენ მოქალაქეების გადაადგილება ამჟამად დახურულია (შეზღუდვა არ ვრცელდება სატვირთო მანქანებზე).
საქართველოდან სომხეთში გამგზავრების სურვილის მქონე სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა 24 მარტის 12:00 საათამდე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს Facebook გვერდზე (ან საელჩოს ელ.ფოსტაზე [email protected]) პირადი წერილით ინფორმაცია უნდა გაუგზავნონ მათ შესახებ (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი, მანქანის ნომერი).

საელჩო დამატებით განცხადებებს გააკეთებს სომხეთში გამგზავრების დროისა და გამგზავრების ადგილთან დაკავშირებით.
გთხოვთ, თვალყური ადევნოთ საელჩოს ფეისბუქ გვერდს”.

ნახეთ მეტი
Back to top button