ეკონომიკამთავარი

სომხეთმა შეიძინა მსოფლიოში კორონავირუსის წინააღმდეგ გამოყენებული ყველა პრეპარატი

 სომხეთმა შეიძინა მსოფლიოში ყველაზე ეფექტური  კოროვირუსული მედიკამენტები, რომლებმაც უჩვენეს დადებითი შედეგები კოროვირუსების მკურნალობისას. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა ფეისბუქის გვერდზე განაცხადა.

„ჩვენ უკვე გვაქვს ყველა ის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება, ყოველ შემთხვევაში, ექსპერიმენტულ დონეზე, მსოფლიოში ამ დაავადების მკურნალობისთვის. იმის გამო, რომ მტკიცებულებათა ბაზა ჯერ კიდევ არ არის საკმარისად დიდი, რათა  100 %-ით  დარწმუნებული ვიყოთ, რომელი პრეპარატი კურნავს ამ დაავადებას, მაგრამ ყველა წამალი, რომელმაც რაიმე შედეგი გამოიღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენ გვაქვს და ვიყენებთ“,- თქვა თოროსიანმა.

მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სომხეთში. საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს მთელ სომხეთის რესპუბლიკაში, 2020 წლის 16 მარტიდან, საღამოს 6:30 საათიდან 2020 წლის 14 აპრილამდე, საღამოს 5 საათზე.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 235-ს შეადგენს. პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 1 მარტს. მოქალაქე სომხეთში ჩამოვიდა ირანიდან. მის  გამოჯანმრთელდა და გაიწერა. 21 მარტს დაფიქსირდა გამოჯანმრთელების მეორე შემთხვევა.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close