მთავარისაზოგადოება

სომხეთში სასამართლო სხდომები დისტანციურად ჩატარდება

სომხეთში კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ასევე შესაძლებელი იქნება სასამართლო პროცესების დისტანციურად ჩატარება. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს „სპუტნიკი არმენია“.

უზენაესი სასამართლო საბჭო აცხადებს,  რომ შექმნილ  ვითარებაში სასამართლოების სათანადო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად და არსებული საკანონმდებლო შესაძლებლობების გათვალისწინებით, კამერები და პროექტორი მიეწოდება სომხეთის რესპუბლიკის ყველა სასამართლოს. მათ შეეძლებათ უზრუნველყონ სასამართლო განხილვებში  მონაწილეობა სასამართლო სხდომებზე სატელეკომუნიკაციო საშუალებით, სომხეთის რესპუბლიკის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 145-ე მუხლის შესაბამისად.

„ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი საინჟინრო და ტექნიკური სამუშაოები, რათა დაინერგოს აუდიო კომუნიკაციების უზრუნველყოფის სისტემა, უნდა მოხდეს აუდიო აღჭურვილობის დაყენება  თითოეული  სასამართლოს  მინიმუმ ერთ დარბაზში“, – ნათქვამია უზენაესი სასამართლო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სასამართლო ვიდეოსხდომები განახლდება უახლოეს დღეებში.

დღეისათვის, სომხეთში კორონავირუსის ინფექციის 235 შემთხვევა დადასტურდა. ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაიწერა.

ნახეთ მეტი
Back to top button