მთავარისაზოგადოება

ჩინეთი სომხეთს სამედიცინო ტანსაცმელსა და ფილტვების სავენტილაციო მოწყობილობებს გადასცემს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ავეტ ადონცთან  სატელეფონო საუბრისას, სომხეთში ჩინეთის ელჩმა თიენ ერლუნმა განაცხადა, რომ ჩინეთი მზად არის  დამატებითი დახმარება გაუწიოს სომხეთს, უსასყიდლოდ გადასცეს 110.000 აშშ დოლარის ღირებულების სპეციალური სამედიცინო ტანსაცმელი და ფილტვების სავენტილაციო მოწყობილობები. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს „სპუტნიკი არმენია“.

„სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩინურ მხარეს სთხოვა გააგრძელონ მხარდაჭერა ამ მიმართულებით. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სომხეთის რესპუბლიკასა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულების მოქმედების ვადის (2011 წლის 31 მარტი) გაგრძელების შესახებ“- ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაღალი შეფასება მისცა იმ ფაქტს, რომ ჩინური მხარე განუწყვეტლივ უზიარებს თავის გამოცდილებას  სომხეთს ახალი ტიპის კოროვირუსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მიმართულებით.

მან დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ჩინეთი  მიერ შექმნილ  ონლაინ ცოდნის პლატფორმას   (Knowledge Center for China’s Experiences in Response to COVID-1, https://covid19.alliancebrh.com) ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.   

შეგახსენებთ, რომ სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 16 მარტიდან 14 აპრილამდე. დაიხურა ყველა სასწავლო დაწესებულება და კულტურული ცენტრი, გაუქმებულია ყველა საჯარო ღონისძიება.

ჯერჯერობით სომხეთში კორონავირუსის ინფექციის 235 შემთხვევაა.  არის  2 განკურნებულიც.

ნახეთ მეტი
Back to top button