საზოგადოება
ხურდას ნიჩაბით უბრუნებენ (ვიდეო)

ისე, როგორც სხვები, სომხეთის ქალაქ არტაშატის მცხოვრებლებიც ცდილობენ დაიცვან თავი კორონავირუსისაგან. „ფეისბუქის“ მომხმარებელმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ურთიერთობენ მაღაზიაში მყიდველები და მოლარეები.
ვიდეო ასე დასათაურებული: “ყველაზე უსაფრთხო არტაშატი”.
ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ გადასცემს ნიჩაბით ხურდას ფრთხილი მოლარე მომხმარებელს. ამის მიუხედავად, მაღაზიაში ატმოსფერო არ არის დაძაბული, ისინი საუბრობენ და იცინიან. შეგახსენებთ, დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა სომხეთში 235 მიაღწია.