მთავარისაზოგადოება

კარგი სიახლე მინისტრისგან. სომხეთში 14 მოქალაქე კორონავირუსისგან განიკურნა

საერთო ჯამში, იზოლაციიდან გამოვიდა 88 მოქალაქე, რომელთაგან 37 იზოლირებული იყო საკუთარ შენობაში, 51 კი – სპეციალურ ადგილას.
YEREVAN – Spurtnik. ამჟამად სომხეთის 14 მოქალაქე კორონავირუსისგან განიკურნა. სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ გამოჯანმრთელებულთაგან 12 იზოლაციაში მყოფი მოქალაქეები არიან.
ისინი ვირუსით დაინფიცირდნენ, თუმცა მათ ჩივილები არ ჰქონდათ და ჰოსპიტალიზირებული  არ იყვნენ. გამო​​ჯანმრთელებულ მოქალაქეთაგან კიდევ 2, მკურნალობდა  ,,ნორქ“-ის კლინიკურ ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოში.
”დანარჩენი ორი ადამიანის, რომლებიც მკურნალობენ ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოში, ტესტი ვირუსზე უარყოფითია, ხვალ განმეორებითი ტესტის უარყოფითი პასუხის შემდეგ, ისინი ასევე გაეწერებიან”, – განაგრძო მინისტრმა.
მან ასევე შეახსენა, რომ საერთო ჯამში სულ 88 მოქალაქე გამოვიდა იზოლაციიდან, აქედან 37 იზოლირებულ იქნა მათ შენობაში, 51 კი – სპეციალურ ადგილას.
24 მარტის 19:00 საათის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა სომხეთში 249-ს მიაღწია. ჩვენ გვაქვს ინფიცირების შემთხვევები ერევანში, არმავირის, არარატის, არაგაწოტნის, კოტაიქის, სიუნიკის, შირაქისა და ლორის ოლქებში.
კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სომხეთში 16 მარტს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გაგრძელდება 14 აპრილამდე.

ნახეთ მეტი
Back to top button