მთავარისაზოგადოება

კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი სომხეთში 249-ს აღწევს, მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

News.am-ის ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა სომხეთში 249-ს მიაღწია, მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ ფეისბუქით პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.


პაციენტების უმეტესობა ,,ნორქ“-ის ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოშია, ზოგიერთს სიცხეც კი არ აქვს, მათგან უმეტესობა წამლების გარეშეც კი გამოჯანმრთელდება. სამედიცინო დაწესებულებაში მათი ყოფნის მთავარი მიზანი ისაა, რომ სხვა მოქალაქეებს არ გადადონ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ინფიცირებულთა შორის 65 წელზე მეტი ასაკის 11 ადამიანია, 70-ზე მეტი ასაკის 5, ხოლო 80 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები არ არიან. ახლა ოცდაათი ადამიანია დაავადებული პნევმონიით, მათ შორის ხუთი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება, ხოლო ერთი 77 წლის პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
ამ მომენტისათვის სომხეთში 868 იზოლირებული მოქალაქე გვყავს, 2419 მოქალაქე საკუთარ სახლებში თვითიზოლაციაშია.

ნახეთ მეტი
Back to top button