კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ სომხეთში მიაღწია 265-ს

25 მარტი, არმენპრესი. კორონავირუსული ინფექციის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა სომხეთში. როგორც იუწყება “არმენპრესი”, ამის შესახებ აღნიშნულია სრ ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა სომხეთში, 25 მარტის დილის 10:00 საათისთვის, არის 265. 1315 ტესტმა უარყოფითი შედეგი უჩვენა.
დამატება: ჯანდაცვის სამინისტროდან ირკვევა, რომ დაავადების მდგომარეობის შესახებ თავდაპირველ მოხსენებაში დაფიქსირდა ციფრული უზუსტობა. შემთხვევები 266 კი არა, არამედ 265-ია.
სომხეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სომხეთში. საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს მთელი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, 2020 წლის 16 მარტიდან, საღამოს 18:30 საათიდან 2020 წლის 14 აპრილის, საღამოს 17 საათამდე. 24 მარტიდან, 23:59 საათიდან 31 მარტის 23:59 საათამდე, შეიზღუდება ადამიანების თავისუფალი გადაადგილების უფლება მთელი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. 25 მარტს, დილის 10:00 საათის მდგომარეობით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 16 მოქალაქე, ხოლო 88 იზოლირებულ იქნა.