მარნეულისა და ბოლნისის სომეხ მოსახლეობას კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას აწვდიან მშობლიურ ენაზე

მარნეულისა და ბოლნისის სომეხ მოსახლეობას კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას აწვდიან მშობლიურ ენაზე
რეგიონი კომპაქტიურადაა დასახლებული სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობით.
ქვემო ქართლის რეგიონის რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის სიტყვებით, შექმნილია მოძრავი ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობს ინფორმაციას აწვდიან სომხურ ენაზე. როგორც რეხვიაშვილმა თქვა მან შედეგი გამოიღო და საგრძნობლად შემცირდა მოსახლეობის გადაადგილება.
გარდა ამისა მომზადებული იქნა ბუკლეტები და ბეჭდვითი მასალა რეკომენდაციებით და სხვა ინფორმაციით სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე.
მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში დაწესებულია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები. ამ რეგიონში გამოვლინდა კორონავირუსით დაავადებული, რომელსაც შეხება ჰქონდა 1000-მდე ადამიანთან. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს „რუსარმინფო“.