მთავარისაზოგადოება

სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ეწვია ინფექციური საავადმყოფოს მშენებარე კორპუსს

ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი არსენ თორსიანი ეწვია  სპეციალურად  კოროვირუსული დაავადებების მკურნალობისათვის განსაზღვრულ მშენებარე კორპუსს.

მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა , თუ რომელი სამედიცინო ცენტრები  იღებენ  უკვე ათობით   პაციენტს და აღნიშნა,  რომ საწოლების ფონდი კიდევ ფართოვდება.

ნორქის ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოში მალე გვექნება 151 ჩვეულებრივი და 13 რეანიმაციული საწოლი. ახლად აშენებულ მოდულში კიდევ 40 საწოლი გვექნება იმ პაციენტებისთვის, ვინც თავიანთ დიაგნოზს ელოდებიან, რომლის მშენებლობა ტექნიკური მიზეზების გამო შეფერხდა. რამდენიმე დღეში მზად იქნება. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ, რომ კომპიუტერული ტომოგრაფიული აპარატი დავაყენოთ ინფექციური საავადმყოფოში, ასევე   მოდულარულ კორპუსში, რომლის მშენებლობა უკვე დაწყებულია. კტ საჭიროა კორნავივირუსის პნევმონიის ადრეული გამოვლენისათვის.

პოლიციის ჰოსპიტალში  ჩვენ მალე გვექნება 170 ჩვეულებრივი და  14 რეანიმაციული საწოლი

ორთოპედიის ცენტრს მალე ექნება 140 რეგულარული და 16 რეანიმაციული საწოლი.

76 ჩვეულებრივი და 48 რეანიმაციული საწოლი განთავსდება მალათია-სებასტიის რაიონის სამშობიაროში.

მინისტრის თქმით, ამჟამად ფილტვების ვენტილაციის 41 მოწყობილობაა, კერძოდ, კორონავირუსის დაავადებისთვის, რომელთაგან ჯერ არც ერთის გამოყენების აუცილებლობა არ ყოფილა.  

ნახეთ მეტი
Back to top button