ეკონომიკა

სომხეთში პირველადი აუცილებლობის საქონლის ნაკლებობა არ არის. ეკდსკ:

სომხეთში ამჟამად, ისევე როგორც წარსულში, არ არის პირველადი აუცილებლობის სასურსათო და არასასურსათო საქონლის ნაკლებობა. ამის შესახებ განაცხადა ეკონომიკური კონკურენციის დაცვის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ გეღამ გევორგიანმა  24 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ,,ზემო ლარსის“ საგუშაგო ღიაა, მომარაგება ნორმალურ რეჟიმში მიმდინარეობს.
”ჩვენ მოქალაქეებს მოვუწოდებთ, პანიკაში არ ჩავარდნენ, რადგან ამის საჭიროება არ არის. დატვირთულ დღეებშიც კი, როდესაც დიდი შესყიდვები გაკეთდა, სუპერმარკეტების დახლები არ აცარიელდა. ამ ეტაპზე ყველა მსხვილი სუპერმარკეტი ხედავს გაყიდვების შემცირებას, ანუ შესყიდვების დონის ვარდნას”,- აღნიშნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button