მთავარისაზოგადოება

არამ „ა“ კათალიკოსმა ნუბარ აფეიანთან ისაუბრა კორონავირუსის ვაქცინის გამოცდის შესახებ

დიდი კილიკიის კათოლიკოსმა  არამ „ა“-მ  ტელეფონით ესაუბრა   ცნობილ ამერიკელ სომეხ ბიზნესმენს და ქველმოქმედს   ჰუმანიტარული ინიციატივის „ავრორა“  თანადამფუძნებელს,  თანამედროვე და თერაპიული ბიოტექნოლოგიის კომპანიის თანადამფუძნებელსა  და პრეზიდენტს ნუბარ აფეიანს. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს დიდი კილიკიის საპატრიარქო.

ნუბარ აფეიანმა უწმინდესობას დეტალურად წარუდგინა  თავისი კომპანიის მიერ ჩატარებული პროფესიული საქმიანობა. მისმა  უწმინდესობამ და უნეტარესობამ  მადლობა გადაუხადა ნუბარ აფეიანს გაწეული შრომისათვის და აღნიშნა, რომ ის რაც აფეიანი აკეთებს, ეს არის მსოფლიო  უნივერსალური მისია, რომელიც პატივს მოუტანს სომეხ  ერსა და  სამშობლოს.

აშშ-ში არსებულმა  ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ  „Moderna Therapeutics“  შეიმუშავა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც კლინიკურ კვლევებს გადის  17 მარტიდან შეერთებული შტატების ვაშინგტონის  შტატის  ქალაქ სიეტლის    ჯანმრთელობის  კვლევით ინსტიტუტში  Kaiser Permanente.

ნახეთ მეტი
Back to top button