კორონავირუსი ჩვენს ქვეყანაში არ მიმდინარეობს ყველაზე ცუდი სცენარით: ნიკოლ ფაშინიანი
ჩვენს ქვეყანაში, კორონავირუსის გავრცელება არ მიმდინარეობს ყველზე ცუდი სცენარით. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა დღეს, მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, ეს ასე მანამ, სანამ ვითარების კონტროლი შესაძლებელი ხდება.
”სხვა ქვეყნებში ვხედავთ, რომ რიცხვები გეომეტრიული პროგრესირებით იზრდება. ჩვენ ასეთი რამ არ გვაქვს, მადლობა ღმერთს. არის გარკვეული მატება და საჭიროა ერთკვირიანი რეჟიმის დავვა, რომ სიტუაცია არ გავიდეს მკონტროლის ზონიდან“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ მინისტრის მოადგილემ ტიგრან ავინიანმა აღნიშნა, რომ გასულ წელს მარტ-აპრილის თვეებში საშუალოდ დღეში გვყავდა დაახლოებით 500 ათასი მგზავრი, რომლებიც სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდებოდნენ. „ გუშინდელი მდგომარეობით, ჩვენ გვყავდა 18 000 მგზავრი, რაც ნიშნავს, რომ მგზავრთა საერთო ნაკადი დაახლოებით 30 ჯერ შემცირდა. იგივე ხდება რეგიონებშიც“.
რაც შეეხება ინფექციის შემთხვევებს, ავინიანმა თქვა: „თუ ეს დაბალი მაჩვენებლები შენარჩუნდება, ჩვენ შევძლებთ მითითებული 7 დღის ვადაში ღონისძიებების განხორციელებას, მაშინ არ მოვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს შეზღუდონ გადაადგილება და ამკრძალავი ღონისძიებები გაუქმდება“.