საზოგადოება

საგზაო პოლიციამ დააჯარიმა ანა ჰაკობიანი

ნიკოლ ფაშინიანის მეუღლემ გამოაქვეყნა ჯარიმის ფოტო და მადლობა გადაუხადა საგზაო პოლიციას.
ერევანი, 25 მარტი – Sputnik. საგზაო პოლიციამ პრემიერ-მინისტრის მეუღლე ანა ჰაკობიანი დააჯარიმა 10 000 დრამით. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჰაკობიანმა აღნიშნა, რომ დააჯარიმეს  არცოდნის გამო.
”გუშინ გადავწყვიტე შუშანისთვის მანქანის  მართვა მესწავლებინა მთავრობის რეზიდენციების ტერიტორიაზე. შუშანმა ინსტაგრამზე განათავსა ჩვენი ერთობლივი მართვის კადრები. აღმოჩნდა, რომ ეს კანონის დარღვევაა და ჩვენს შემოგარენშიც კი არ შეიძლებოდა არასრულწლოვანისთვის საჭის ნდობა, ვწუხვარ ამ ჩემი არცოდნის გამო. დღეს საგზაო პოლიციამ ინსტაგრამზე გადაღებული ვიდეოს საფუძველზე აღძრა ადმინისტრაციული სამართალწარმოება და დამაჯარიმეს 10,000 დრამით”,- წერს იგი.
ფაშინიანის მეუღლე ირწმუნება, რომ მადლიერია საგზაო პოლიციის პრინციპული მუშაობის გამო.

ნახეთ მეტი
Back to top button