საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის სომეხი დეპუტატის სახლთან გასროლა მოხდა

რამდენიმე საათის წინ, ცეცხლსასროლი იარაღით სროლის ხმა გაისმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ჰენზელ მიქოიანის საქლთან.    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს შუადღისას პარლამენტის დეპუტატის  სახლთან სროლის ფაქტზე, რომელიც მიმდინარეობს ორი მუხლით: სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის „ბ“ პუნქტით  და 236 მუხლის  მე-3-ე ნაწილით.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დეპუტატის სახლთან იყო ჯგუფური ჩხუბი,  ასევე საქმეში აღნიშნულია   არალეგალური იარაღი“, – წერს წყარო.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის „ბ“  ჯარიმას, ან საზოგადოებრივ  სასარგებლო შრომას ან თავისუფლების აღკვეთას 2 წლით.   236 მუხლის მე-3-ე ნაწილი  ეხება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენასა და შენახვას. ეს დანაშაული  ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 6 წლამდე, ხოლო ამ მუხლის მეოთხე ნაწილი ითვალისწინებს უკანონო იარაღის ტარებას, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით  4-დან 7 წლამდე ვადით.

ნახეთ მეტი
Back to top button