მთავარისაზოგადოება

სომხეთის ახალი მიღწევები საერთაშორისო რეიტინგში

სომხეთის  პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი  ფეისბუქის ლაივზე  შეეხო  V-Dem ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებას დემოკრატიის შესახებ, სადაც სომხეთს დემოკრატიულობის მაღალი მაჩვენებელი აქვს.  V-Dem აღნიშნავს, რომ სომხეთში დემოკრატიის აქტივისტები  ახლა იმკიან  მშვიდობიანი პროტესტის  ნაყოფს. 2019 წელს ხელისუფლების სათავეში მოვიდა  დემოკრატიული გზით არჩეული  მთავრობა.

პრემიერ მინისტრმა ასევე ისაუბრა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა «Heritage Foundation»-ის  მიერ. ეკონომიკის თავისუფლების 2020 წლის ინდექსში სომხეთმა გასულ  წელთან შედარებით გააუმჯობესა თავისი პოზიცია და  დაიკავა 34-ე პოზიცია, (2019 წლის ინდექსში სომხეთი 47-ე იყო).

სომხეთი 180 ქვეყანას შორის 70-ე ადგილზეა,  „მეტწილად თავისუფალი“  ქვეყნების ჯგუფში, მაშინ როცა  შარშან ის „ზომიერად თავისუფალი“ ქვეყნების ჯგუფში იყო 67,7 მაჩვენებლით.

ნახეთ მეტი
Back to top button