პოლიტიკა

სომხეთის მთავრობა მზად არის, მხარი დაუჭიროს ყველას, ბანკებისა და კაზინოების გარდა

დღეს, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის ხდომაზე სიტყვით გამოსულმა სე ეკონომიკის მინისტრმა  ტიგჰრან  ხაჩატრიანმა აღნიშნა, რომ კორონავირუსისაგან  გამოწვეული ზეგავლენის შემსუბუქების მიზნით  მთავრობა  დაეხმარება ყველას გარდა  ბანკებისა და კაზინოებისა.

ანტიკრიზისულ  ეკონომიკურ დახმარების უფლებას  მიიღებს სომხეთში უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში მომქმედი ყველა მეწარმე, იურიდიული და ფიზიკური პირი, გარდა  ფინანსური ორგანიზაციებისა. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს „სპუტნიკი -არმენია“.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა წინადადება  შემოიტანა გამონაკლისების რიცხვს დაემატოს აგრეთე, კაზინოებიც.  

პირობა ყველასათვის  ერთნაირია:  

„ რომ ყველას ჰქონდეს კარგი საკრედიტო და საგადასახადო ისტორია”, – თქვა ხაჩატრიანმა.

დახმარების მისაღწევად, ბიზნესს შეუძლია მიმართოს ბანკებს და მიიღოს 500 მილიონი დოლარის სესხი. მაგრამ სესხი უნდა იყოს გამიზნული.

„ვთქვათ,  ორგანიზაცია იღებს სესხს, რომ გადაიხადოს თავისი თანამშრომლების ხელფასი,  მაგრამ არაუმეტეს თითეულს 500 000 დრამი. მეორე, ის ამ სახსრებს იყენებს ადგილობრივი თვითმმართველობის ან სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო დავალიანების დასაფარავად,  მესამე, იმ ნედლეულის მოსაპოვებლად, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული სომხეთში მის წარმოებაში. მეოთხე, თუ ის იძენსმოწყობილობებს,  რომელიც უნდა  გამოიყენოს  მის წარმოებაში. მეხუთე, თუ იგი იხდის კომუნალური  მომსახურებისათვის , თუ სურსათი  იმპორტირებულია ამ ორგანიზაციის მიერ„- თქვა ხაჩატრიანმა.

თუ ბანკი დაადგენს, რომ  მეწარმე იმსახურებს მხარდაჭერას, მთავრობა თანადაფინანსებას აძლევს სესხის  30-50% -ის ოდენობით, რაც დამოკიდებულია სესხის ზემოთ ჩამოთვლილ  მიზნებზე.

მაგალითად, 50% თანადაფინანსებას მიიღებენ ხელფასების ან საგადასახადო დავალიანების, ხოლო 30% ნედლეულის და მოწყობილობების  იმპორტისთვის.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის კომენდანტის,  ვიცე პრემიერ მინისტრის ტიგრან ავიინიანის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული  სომხეთის  მთელ ტერიტორიაზე  31 მარტის 23:59 საათამდე, აკრძალულია გარკვეული ტიპის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება.

მაგრამ შეზღუდვებთან ერთად, არსებობს გამონაკლისები. კერძოდ, არ არის აკრძალული ცალკეული ტიპის ეკონომიკური საქმიანობა, თუ ის ხორციელდება ექსკლუზიურად დისტანციური / ონლაინ რეჟიმში. ამასთან, არ იკრძალება კვების პროდუქტების, სუპერმარკეტების, კიოსკების, აფთიაქების, სასოფლო-სამეურნეო ბაზრების საქმიანობა.

ასევე დაიშვება ეკონომიკური საქმიანობის გარკვეული ტიპები: სოფლის მეურნეობა, სამთო მოპოვება, საკვები და სასმელის წარმოება, სასტუმრო მომსახურება, იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოება და ა.შ.

ნახეთ მეტი
Back to top button