
სომხეთს მალე მიეწოდება ფილტვების ვენტილაციის აპარატების დიდი რაოდენობა. ამის შესახებ ილაპარაკეს სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამის ხელმძღვანელმა სომხეთში ელენა მილოშევიჩმა შეხვედრისას.
როგორც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატი გვაცნობებს, პრეზიდენტის შეკითხვაზე სომხეთის სამედიცინო მოწყობილობებით უზრუნველყოფის საკითხში დახმარების შესახებ, მილოშევიჩმა უპასუხა, რომ უკვე მიმართეს საერთაშორისო დონორებს და პასუხს მალე მიიღებენ.
მსოფლიოში ახალი კოროვირუსული ინფექციის გავრცელების შედეგად შექმნილ სიტუაციაში, თანამოსაუბრეებმა საკვების უსაფრთხოების საკითხები ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნიეს.
„ამ კონტექსტში, პრეზიდენტმა სარგსიანმა ილაპარაკა იმ პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რომელსაც აკეთებს სომხეთი რეგიონში სურსათის უვნებლობის მიმართულებიტ. როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით მას აქვს წინასწარი შეთანხმებები არაერთი ქვეყნის ლიდერებთან და სპეციალიზებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან“,, – ნათქვამია პრეზიდენტის აპარატის ოფიციალურ ცნობაში.
შეხვედრაზე პრეზიდენტებმა არმენ სარგსიანმა და ელენა მილოშევიჩმა განაცხადეს, რომ სომხეთსა და გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამას შორის მიმდინარეობს ეფექტური თანამშრომლობა.