მთავარისაზოგადოება

სწრაფი ტესტების პირველი პარტია სომხეთში 27 მარტს ჩამოვა: ჯანდაცვის მინისტრი

სწრაფი  ტესტები ვერ იძლევიან  საბოლოო დასკვნას კორონავირუსის არსებობის შესახებ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა თქვა ეროვნული ასამბლეის სხდომაზე

მინისტრის თქმით, ვინაიდან დაავადება ახალია და ტესტების სინთეზირება ახლახან დაიწყეს, გაუგებარია, რა შედეგი მოჰყვება მის გამოყენებას  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ სომხეთმა შეიძინა  ეს ტესტები და შეეცდება გაარკვიოს თუ რამდენად ხელსაყრელია მათი გამოყენება.

„ჯერ უნდა გადავწყვიტოთ, რომელ ინსტიტუციებში უნდა გამოვიყენოთ ისინი. ეს შეიძლება იყოს საგუშაგოები,  ჯანდაცვის პირველადი  რგოლები, პოლიკლინიკები ან ინფექციური სამსახური”- თქვა თოროსიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სწრაფი ტესტების  პირველი სერია, სავარაუდოდ, 27 მარტს იქნება მიღებული.  

ამავე დროს, მინისტრმა აღნიშნა, რომ  ამჟამად ტარდება  5 საათიანი ხანგრძლივობის  ლაბორატორიული ტესტები,

„გუშინ ჩატარდა 210 ტესტი. მალე ტესტები უფრო ხელმისაწვდომი იქნება  ქალაქებისთვის ვანაძორი და გიუმრი“,- თქვა თოროსიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button